|
2025-05-13 09:51:35, 2719 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ევროკავშირი ჩინეთზე უარესია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორმხრივი ვაჭრობის პერსპექტივების განხილვისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ჩინეთზე უარესია, - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. „ევროკავშირი, მრავალი თვალსაზრისით, ჩინეთზე უარესია. ისინი მნიშვნელოვნად დაეშვებიან. უყურეთ. ყველა კარტი გვაქვს. ისინი ძალიან უსამართლოდ გვექცევიან“, - აღნიშნა ტრამპმა. დონალდ ტრაპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშინგტონი და პეკინი ორმხრივი ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირებასა და სავაჭრო ომის დეესკალაციაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირმა კი ჯერ კიდევ ვერ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ საქონელზე ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების მოხსნის მიზნით ვაშინგტონთან მოლაპარაკებების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. Politico წერს, რომ, ტრამპის ეს განცხადება მნიშვნელოვნად განსხვავდება გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული კომენტარისგან, როდესაც მან ურსულა ფონ დერ ლაიენს ფანტასტიკური ადამიანი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მალე შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)