23:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 15:52:13, 730 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის მთავრობა - თუ დღის ბოლომდე ცეცხლი არ შეწყდება, სანქციების მომზადებას დავიწყებთ

გერმანიის მთავრობის განცხადებით, თუ რუსეთი 12 მაისის დღის ბოლომდე არ დაიწყებს უკრაინაში 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას, ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მოსამზადებელ პროცესს დაიწყებენ.

"დრო გადის. დღის ბოლომდე კიდევ 12 საათია დარჩენილი და თუ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა, ევროპული მხარე სანქციების მომზადებას დაიწყებს". - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანამდე 10 მაისს, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან, უნდა ამოქმედდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღის ვადით.

"ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, რათა დიპლომატიისთვის სივრცე შეიქმნას. ამ პერიოდში დიპლომატიური ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული მშვიდობის უსაფრთხოების, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საფუძვლების შემუშავებაზე.

თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, უნდა დაწესდეს მკაცრი სანქციები მისი საბანკო და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგ, მათ შორის, წიაღისეულ საწვავზე, ნავთობსა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტზე. 

ისინი შეთანხმდნენ, რომ დაამტკიცებენ ევროკავშირის მეთხუთმეტე სანქციების პაკეტს, რომელიც თანხვედრაში იქნება გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებთან". - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics