|
2025-05-11 10:21:16, 1098 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის - წინ დიდი კვირა გველოდება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც უკრაინას 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. „პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ ასობით ათასი სიცოცხლე, რომლებიც გადარჩებიან, როდესაც ეს დაუსრულებელი „სისხლისღვრა“, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და ბევრად უკეთესი მსოფლიო“, - წერს ტრამპი სოციაირ პლატფორმა TruthSocial-ზე. მისი თქმით, გააგრძელებს მხარეებთან მუშაობას ომის დასრულების საკითხზე. „გავაგრძელებ ორივე მხარესთან მუშაობას, რათა ეს მოხდეს. აშშ-ს სურს, ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილოს აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე. წინ დიდი კვირა გველოდება!“- წერს ტრამპი. შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)