2025-05-10 17:23:20, 257 ნახვა
პოლიტიკა
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა წალენჯიხაში შეხვედრა გამართეს
![]() „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საქართველოს რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. რეგიონული კამპანიის მთავარი მიზანი და ამოცანა - რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან მჭიდრო კოორდინაციაა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას „ლელო - ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ხვდებიან. „დღეს წალენჯიხაში ჩვენი კოალიციის მხარდამჭერ, საპროტესტო საზოგადოებას შევხვდი - ძალიან მაგარ, მებრძოლ ადამიანებს, სამეგრელოს ყველა რაიონიდან. ყოველდღე სამეგრელო იბრძვის ცვლილებებისთვის - დგას ქუჩაში და აძლიერებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტს. მიხარია, რომ ჩვენი კოალიციას ამ მხარეშიც დიდი მატება აქვს. ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით გავაგრძელებთ ბრძოლას ახალი არჩევნებისთვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მათივე ინფორმაციით, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას აქტიურად განიხილება მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხი. „შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საპროტესტო აქციები, არაღიარებული ხელისუფლების რუსული პოლიტიკა, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა და ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის ღალატია. რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს სჭირდებათ დეტალური და პირდაპირი ინფორმაცია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და რეგიონებში პროტესტის კერების გაფართოების შესახებ. რეგიონებში მთავარ თემად განიხილება პოლიტპატიმრების საკითხი, ჩასატარებელი სამუშაოები შინ და გარეთ და ზეწოლა რათა, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პოლიტიკურ ლიდერებთან კოორდინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პროტესტში ჩართულობის და ერთობლივი ბრძოლის ეფექტურად წარმართვისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
![]() ვინ არის რობერტ ფრენსის პრევოსტი, არჩეული კარდინალი რომის პაპად
![]() აშშ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ ახალი გეგმის შემუშავებას გეგმავს
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკი - მოვითხოვთ, რომ რუსეთი 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს
![]() კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|