|
2025-05-10 16:24:17, 1216 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი ევროპელ ლიდერებს - სამშვიდობო გეგმები უკან გაიკეთეთ
მაკრონი, მერცი, სტარმერი და ტუსკი კიევში მშვიდობის საკითხის განხილვას აპირებდნენ, ნაცვლად ამისა, რუსეთს ემუქრებიან - ეს სამშვიდობო გეგმები უკან გაიკეთეთ, - ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინაში გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების ვიზიტს. „მაკრონი, მერცი, სტარმერი და ტუსკი კიევში მშვიდობის საკითხის განხილვას აპირებდნენ. ნაცვლად ამისა, რუსეთს ემუქრებიან, ან ზავი, რათა ბანდერას ურდოებს შესვენება მიეცეთ, ან ახალი სანქციებიო. თქვენი აზრით, ეს გონივრულია, არა? ეს სამშვიდობო გეგმები პანგენდერულ უკანალში გაიკეთეთ“, - წერს მედვედევი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში იმყოფებიან. კიევში ვიზიტის ფარგლებში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა, ხოლო შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)