15:47 - 10 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-10 13:44:45, 283 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - 2 000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს და ჰერჩინსკიმ ვერ შეძლო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არათუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის უკვე გასაგებია, თუ რამდენად დაცილებულია ევრობიუროკრატების პოზიცია რეალურ ევროპულ ღირებულებებთან.

„ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც ის არათუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ პირდაპირ რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას ურთიერთთანამშრომლობას, საზოგადოებას რადიკალების მხარდაჭერას სთავაზობდა. ისეთ პოზიციაზე დგომას სთავაზობდა, რომელიც ხაზგასმით მიუთითებს ჰერჩინსკის და სხვა ევროპელი ბიუროკრატების სურვილს, ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში. ეს შეცვლილი პოზიცია ქართველი ხალხის მიმართ ორმაგ სტანდარტზე მეტყველებს. მეტყველებს ევროპელი ბიუროკრატების დღის წესრიგსა და მათ სურვილზე, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

ორკვირიანი მზადების, პროპაგანდისტული მანქანის სრულად ამოქმედების მიუხედავად, ვერ შეძლეს 2 000 კაცზე მეტის შეკრება. საზოგადოებისთვის უკვე სრულად გასაგებია, თუ რამდენად დაცილებულია ევრობიუროკრატების პოზიცია რეალურ ევროპულ ღირებულებებთან, ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მათ 2 000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს და ჰერჩინსკიმ ვერ შეძლო კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს სხვადასხვა ქვეყნის ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრება სხვა არაფერი იყო, თუ არა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა.

„გვახსოვს, მაგალითად, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჰერჩინსკის განცხადებები, როდესაც ის კონკრეტულ ბრალდებულ პირებთან მიმართებით, იქნება ეს მზია ამაღლობელი თუ სხვა, აცხადებდა თავის სურვილებს და არა იმ რეალობას, რაც საქართველოში არის და საზოგადოებამ იცის.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ჰერჩინსკისა და სხვა ევრობიუროკრატების პოზიცია, როდესაც ქმნიდნენ მოცემულობას, თითქოს სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ვინმე აწამებს, არაადამიანურ პირობებს უქმნის. სინამდვილე აბსოლუტურად საპირისპიროა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენ გვახსოვს სასამართლო სხდომებზე კონკრეტული ჩინოსნების, ელჩების დასწრება, რაც რა არის სხვა, თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება, ეს გააპროტესტოს
ირაკლი ფავლენიშვილი - „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს 9 მაისი
კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი