01:05 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-10 13:37:36, 764 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი - ინდოეთს სათანადო პასუხი გავეცით

პაკისტანმა ინდოეთს სათანადო პასუხი გასცა, - ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა.

„დღეს ჩვენ ინდოეთს სათანადო პასუხი გავეცით და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო შური ვიძიეთ“, - განაცხადა შეჰბაზ შარიფმა.

მისი თქმით, პაკისტანმა საპასუხო მოქმედებებისას „უაღრესად დიდი თავშეკავება“ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, დღეს პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და ინდოეთში სამხედრო ბაზებს დაარტყა. პაკისტანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სამხედრო ოპერაცია რამდენიმე საათით ადრე ინდოეთის მიერ ქვეყნის სამხედრო საჰაერო ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებზე პასუხს წარმოადგენდა.

პაკისტანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბოლო 12 საათის განმავლობაში ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაკისტანის იერიშების შედეგად, ქაშმირის რაიონული განვითარების კომისარი, რაჯ კუმარ თაპა დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics