00:58 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 18:28:47, 648 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთმა ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა

უნგრეთმა ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა. ამის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გააკეთა.

სიიარტოს თქმით, უკრაინაში „სულ უფრო ძლიერი ანტი-უნგრული პროპაგანდა“ და „უნგრელების დისკრიმინაციის კამპანიაა“.

მისი განცხადებით, ორი „ჯაშუში“, რომელიც ბუდაპეშტში უკრაინის საელჩოში თითქოსდა დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედებდნენ, 9 მაისს იყვნენ გაძევებული უნგრეთიდან. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ უნგრეთში უკრაინის ელჩს გადაეცა.

„უნგრელების წინააღმდეგ ბოლო კამპანიას იგივე მიზანი აქვს, რაც წინებს. ჩვენ, უნგრელებს, მშვიდობა გვსურს, ომს ვეუბნებით „არა”, არასდროს ვაწვდიდით უკრაინას იარაღს და ამას არ გავაკეთებთ. არ ვაძლევდით და არ მივცემთ ომში ჩვენი ჩათრევის საშუალებას“, - განაცხადა სიიარტომ.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა უკრაინის ზაკარპატიეს რეგიონში. მათივე ცნობით, ისინი ცდილობდნენ რეგიონის სამხედრო დაცულობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, და ადგილობრივი მცხოვრებლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლას: „კერძოდ, მათი ქცევითი სცენარების შესწავლას, თუ რეგიონის ტერიტორიაზე უნგრული ჯარები შევიდოდნენ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics