|
2025-05-09 11:40:26, 526 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს
სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „26 მაისს ჩაიბარებენ“. კობახიძე სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას აფრთხილებს, რომ „ფეხი არ დაუცდეთ“. „26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც ეს ღონისძიებები იმართებოდა შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ“, - განაცხადა კობახიძემ. მან ასევე უპასუხა შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლზე, სადაც 20 ივნისი არ არის ნახსენები. „გახარიაზე დიდი კომენტარების კეთება არ ღირს. თქვენ იცით, რა ჩაიდინა მან თავის დროზე, როდესაც მისი ქმედებების გამო უმძიმესი დაზიანება მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა. მისი, ასეთი პიარული აქტები, რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო და უკან უბრუნდება ხოლმე მას, ასეთი პიარული ქმედებები“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)