|
2025-05-08 20:05:57, 998 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ სავაჭრო შეთანხმება დადეს
აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას გამოაცხადა. ეს პირველი სავაჭრო შეთანხმებაა, რომელიც აშშ-მ ქვეყანასთან ტრამპის მიერ 2 აპრილს გამოცხადებული "საპასუხო" და "საბაზისო" ტარიფების შემდეგ დადო. "მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ ჩვენ გაერთიანებულ სამეფოსთან, არაჩვეულებრივ ქვეყანასთან, უპრეცენდენტო სავაჭრო შეთანხმებას მივაღწიეთ. დღეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეა. ჩვენ ომი ზუსტად 80 წლის წინ ერთად მოვიგეთ, ამიტომ ამ ისტორიული შეთანხმების მისაღწევად უკეთესი დილა ვერ იქნებოდა". - თქვა ტრამპმა პრესკონფერენციაზე. აშშ-ს პრეზიდენტმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრსა და მის გუნდს "გამორჩეული ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის" მადლობა გადაუხადა. ტრამპის თქმით, სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში გაერთიანებული სამეფო ამერიკულ იმპორტზე არსებულ არასატარიფო ბარიერებს შეამცირებს. აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის, ჰოვარდ ლუტნიკის განმარტებით, ბრიტანეთზე დაწესებული 10%-იანი "საბაზისო" ტარიფი ძალაში დარჩება, თუმცა ბრიტანულ ავტომობილებზე დაწესებული ტარიფი 25%-დან 10%-მდე შემცირდება. პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების დეტალები მომდევნო დღეებში დაზუსტდება. "შეთანხმების ფარგლებში აშშ 10%-იანი ტარიფებისგან შემოსული შემოსავლების სახით $6 მილიარდს მიიღებს, $5 მილიარდს ახალი საექსპორტო შესაძლებლობების სახით, ჩვენი არაჩვეულებრივი რანჩერების, ფერმერებისა და მწარმოებლებისთვის. ალუმინისა და ფოლადის სავაჭრო ზონის შექმნის გზით, გაძლიერდება როგორც აშშ-ს, ისე გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოება და დაცული იქნება ფარმაცევტული მიწოდების ჯაჭვი. ეს შეთანხმება აჩვენებს, რომ თუ შენ ამერიკას პატივს სცემ და მაგიდაზე სერიოზულ შეთავაზებებს დებ, ამერიკა ღიაა ბიზნესისთვის. კიდევ მეტი გახდება ცნობილი – დაგველოდეთ!". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)