|
2025-05-08 18:01:10, 970 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტის ანგარიში - „თურქეთის მთავრობის დემოკრატიული უკუქცევის გამო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ განახლდება“
ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომლის მიხედვითაც, „თურქეთის მთავრობის დემოკრატიული უკუქცევის გამო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ განახლდება“. ანგარიშს ევროპარლამენტის 367-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 74 წინააღმდეგი იყო, 188-მა კი თავი შეიკავა. „თურქეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დემოკრატიული და პროევროპული მისწრაფებების მიუხედავად, არსებულ ვითარებაში, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის განახლება შეუძლებელია“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა. ანგარიშის თანახმად, „ევროპარლამენტარები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ თურქეთში დემოკრატიული სტანდარტების გაუარესებისა და კრიტიკული ხმების დაუნდობლად ჩახშობის გამო“. ანგარიშის მიხედვით, „ევროპარლამენტარები თურქეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი მასობრივი საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობასა და ასობით მომიტინგის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაში ადანაშაულებენ“. ასევე, ევროპარლამენტარები სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ევროპელი პარლამენტარები აცხადებენ, რომ დარწმუნებული არიან, „თურქეთის ამჟამინდელი მთავრობის ეს ქმედებები ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს სრულიად ავტორიტარულ მოდელთან“.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)