13:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 15:55:37, 690 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი - მცირე დრო კიდევ არის, რომ საბოლოოდ აშშ - სთან ურთიერთობები არ დასრულდეს

მცირე დრო კიდევ არის, რომ საბოლოოდ ამერიკასთან ურთიერთობები არ დასრულდეს და ამის პირობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა, ვინც ხელს უწყობს „არადემოკრატიული რეჟიმის დამყარებას, „MEGOBARI აქტი“-ს ამოქმედების შემდეგ სერიოზული სანქციების ადრესატი გახდება”.

„ამ ვითარებაში, „MEGOBARI აქტი“- ს მიღება, კონგრესის უპრეცედენტო ორპარტიული მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა საქართველოს და ჩვენი ხალხის ცივილიზებული მომავლის მხარდაჭერაა. იმ ადამიანების და მათი ოჯახების თანადგომაა, ვინც თავისუფლებისა და ევროპული პერსპექტივის დაცვისთვის საპატიმროებშია გამომწყვდეული. ასევე, მათი ვინც თვეების განმავლობაში დემოკრატიული არჩევანის წართმევას აპროტესტებს. ეს აქტი ჩვენი კონსტიტუციის და მისი 78-ე მუხლის პატივისცემაა, რაც მკაფიოდაა აღნიშნული ამ დოკუმენტში.

დღეს არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლები და ყველა, ვინც ხელს უწყობს არადემოკრატიული რეჟიმის დამყარებას, გზას უღობავს ევროპულ ინტეგრაციას და მხოლოდ რუსულ პერსპექტივას უტოვებს ქვეყანას, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სერიოზული სანქციების ადრესატი გახდება. ეს პროცესი მძიმე იქნება, არამხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირების და და მათი გარემოცვისთვის, არამედ ქვეყანასაც აზარალებს. სამწუხაროდ, სხვა არჩევანი “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არ დატოვა.

ეს აქტი სენატშიც დიდ მხარდაჭერას მიიღებს და ტრამპიც ხელს მოაწერს.

თუმცა, მცირე დრო კიდევ არის, რომ საბოლოოდ ამერიკასთან ურთიერთობები არ დასრულდეს და ამის პირობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებაა. ეს საკითხიც ხაზგასმულია „MEGOBARI აქტში“ - სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა, მეტი მხარდაჭერა თავდაცვის, განათლების, ეკონომიკური და სხვა სფეროებში, ხალხებს შორის უფრო აქტიური ურთიერთობები, რაც გამარტივებულ მიმოსვლას გულისხმობს და ბევრი სხვა რამ. რაც მთავარია, ამ ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს, ძლიერი მეგობარი გვერდით.

ამიტომ, სანამ საბოლოოდ ამოიწურება შესაძლებლობა და ეს სიკეთეები არ დაიკარგოს, არსებული ვითარება უმოკლეს დროში უნდა შეიცვალოს.

ვინც გადაწყვეტილებას იღებს, მან კარგად იცის, რაც არის საჭირო. აგრესიით, რეპრესიით, პოლიტიკური პატიმრებით და თავისუფალ არჩევნებზე უარის თქმით არაფერი გამოვა და ვითარება უფრო დამძიმდება. ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ უნდა იზოლაციაში და ერთპარტიულ ავტოკრატიაში ცხოვრება, ამიტომაა პროტესტი თვეებია და არ ქრება. რაც ხალხს სურს, ის მოხდება საბოლოოდ. ასეთია ისტორიული გამოცდილება”, - განაცხადა წერეთელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics