13:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 12:15:11, 794 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე - „MEGOBARI აქტი“ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია

მიუხედავად მსოფლიოში არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობისა, საქართველო კვლავ ჩვენი მეგობრების ყურადღების ცენტრში რჩება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან - „MEGOBARI აქტი“ არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები საქართველოს არ ივიწყებენ და ისინი ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის გვერდით დგანან.

„MEGOBARI აქტი“ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომლის მიღება სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორებისთვის საჭირო გახდა, რათა პრორუსი, პროჩინური და პროირანული მოღალატეობრივი რეჟიმისთვის ძალიან მკაფიო სიგნალი გამოეგზავნათ. არანაირი [ურთიერთობის] გადატვირთვა ამ კრიმინალურ რეჟიმთან არ მოხდება. ურთიერთობები მაშინ აღდგება, როცა ეს მაფიოზური ბანდა ხელისუფლებაში აღარ იქნება… ბიძინა ივანიშვილის ბანდამ საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია…ყველა კარგად ხედავს, როგორი დიქტატურული რეჟიმი საქართველოში ჩამოყალიბდა, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები. ბუნებრივია, საქართველოში არსებულ ვითარებას ცივილიზირებული სამყარო არ მოითმენს.

ქართველი ხალხის ბრძოლა გაგრძელდება. მათ შორის, „MEGOBARI აქტი“ არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ მხარდაჭერა, ვისაც უნდა საქართველოს ცივილიზირებული, დემოკრატიული განვითარება.

მიუხედავად, მსოფლიოში არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობისა, ვგულისხმობ მსოფლიოში მიმდინარე ომებს, საქართველო კვლავ ჩვენი მეგობრების ყურადღების ცენტრში რჩება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან. ისინი საქართველოს არ ივიწყებენ, ისინი ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ტოვებენ და ამ მძიმე ჟამს ჩვენს ხალხს გვერდით უდგანან”, - განაცხადა ბარამიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics