|
2025-05-07 16:39:27, 1077 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტის გუნდის წევრები ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ
საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი, დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე და კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი, ვანო კიკვილაშვილი აზიის განვითარების ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაში იღებენ მონაწილეობას. აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 58-ე ყოველწლიური შეხვედრა 4-7 მაისს, მილანში იმართება. ღონისძიება მასპინძლობს მსოფლიოს მასშტაბით წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებს, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, საინვესტიციო ბანკირებს, ეკონომისტებს და ა.შ. გალტ & თაგარტის გუნდის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს, პანელურ დისკუსიებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს ესწრებიან, სადაც შესაძლებლობა აქვთ, საერთაშორისო პარტნიორებთან და წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთონ დისკუსიებსა და ნეთვორქინგ სესიებში. „გალტ & თაგარტის მონაწილეობა აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში ხაზს უსვამს ჩვენს ძალისხმევას, დავამყაროთ ძლიერი საერთაშორისო კავშირები და გავამტკიცოთ ჩვენი, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკის პოზიციები რეგიონში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებს გალტ & თაგარტის მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკა გავუზიაროთ“, — აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი. „აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, ფინანსურ თუ საინვესტიციო საკითხებზე დიალოგისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ღონისძიებაზე შესაძლებლობა გვაქვს, კიდევ უფრო გავაღრმაოთ კავშირები საერთაშორისო ინსტიტუტებთან. ამასთანავე, მივიღოთ ინფორმაცია ინდუსტრიის პრიორიტეტებსა და დინამიკაზე“, — აცხადებს ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილე. ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა ორგანიზაციის პარტნიორ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, ურთიერთობები გააძლიერონ მთავრობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)