|
2025-05-07 15:15:30, 1126 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია - რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში?
ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია. წელს საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო. შედეგად, გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული - ნინი გაფრინდაშვილი, რომელიც 12-17 მაისს ლონდონში, საჯარო მეტყველების კონკურსის საერთაშორისო ტურში მიიღებს მონაწილეობას. „კონკურსი სათავეს 1998 წლიდან იღებს. თავდაპირველად მონაწილეთა რაოდენობა სულ რაღაც 10-ს შეადგენდა, თუმცა მას შემდეგ ყოველწლიურად პროექტში მონაწილეთა რაოდენობა იზრდება და ბოლო წლებში ყოველწლიურად მინიმუმ 100-120 მონაწილე გვყავს. საჯარო მეტყველების კონკურსში, ამ 27 წლის განმავლობაში, ჯამში, დაახლოებით 2000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს მიღებული მონაწილეობა“, - აღნიშნავს თეიმურაზ კორკოტაშვილი, საჯარო მეტყველების კონკურსის პროექტის მენეჯერი. ინიციატივა ახალგაზრდებს ეხმარება, განავითარონ და დახვეწონ საკუთარი ორატორული უნარები, კრიტიკული აზროვნება და შეიძინონ მეტი თავდაჯერებულობა. „როგორც მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, მასში მონაწილეობა ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს ახალგაზრდებს, რომელიც დიდწილად შემდგომი კარიერული წარმატებების საწინდარი ხდება, რასაც ნათლად ასახავს კონკურსში მონაწილეების მრავალფეროვანი მიღწევები“, - აღნიშნავს თეიმურაზ კორკოტაშვილი. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი 50-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი. შედეგად, ეს არის მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი კონკურსი, რომელშიც, 16-დან 20 წლის ჩათვლით, მილიონზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული. ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებულს კი აქვს შესაძლებლობა, ლონდონში გამართულ საერთაშორისო ტურზე 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს (გამარჯვებულს) შეხვდეს და გახდეს საჯარო მეტყველების კონკურსის საერთაშორისო ქსელის წევრი. “კონკურსში კონკურენცია ძალიან დიდია, ამიტომ გამარჯვებულის ბედი შესაძლოა ძალიან მცირე დეტალმა გადაწყვიტოს, თუმცა მაინც გამოვყოფდით რამდენიმე ძირითად თვისებას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია გადმოცემის უნარი - კონკურსანტმა ნათლად და ამომწურავად უნდა მიიტანოს სათქმელი აუდიტორიასთან. მნიშვნელოვანია აგრეთვე არავერბალური მხარეც, გარკვეულ წილად, ყურადღება ექცევა მონაწილის არტისტულ უნარებსაც. რა თქმა უნდა, ინგლისური ენის ცოდნა ძალიან მაღალ დონეზე. ეს ალბათ უპირველესი აუცილებლობაა, თუმცა წლების მანძილზე ამ კონკურსში რთულია იპოვოთ ისეთი ახალგაზრდა, რომლის ინგლისურიც არ შეესაბამებოდა კონკურსის მოთხოვნებს. მეტიც, ძალიან რთულია იმის მიხვედრა, რომ ბევრი მონაწილისთვის ინგლისური მშობლიური ენა არ არის. ასევე, მონაწილე უნდა იყოს ძალიან დამაჯერებელი. მნიშვნელოვანია ჰქონდეს თვითრწმენა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს!“ - განმარტავს თეიმურაზ კორკოტაშვილი. აღნიშნული თვისებების გაუმჯობესებაში დიდ როლს თამაშობს კონკურსის ფარგლებში ექსპერტებისა და ამ კონკურსის წინა წლებში გამარჯვებული სპიკერების მიერ გამართული ტრენინგები და კონსულტაციები. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსის გამარჯვებულები ლონდონში დამატებით ტრენინგებსა და კონსულტაციებს გადიან, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილი ექსპერტები უძღვებიან. “განათლების სფეროს წარმატება ნებისმიერი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია. და, ამ მიმართულებით, არც საქართველოა გამონაკლისი. საჯარო მეტყველების კონკურსი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ წლების მანძილზე რამდენ გამორჩეულ ახალგაზრდას მოუყარა თავი, კიდევ უფრო დაეხმარა განვითარებაში და შემდგომში, სხვადასხვა სფეროში. წარმატებულ და შემდგარ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და საქართველოს ბანკის ხედვა და მთავარი ორიენტირი - აღმოვაჩინოთ და ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის. სწორედ ჩვენი სპონსორის დამსახურებაა ამ კონკურსის ასეთ მასშტაბებზე გასვლა, ვინაიდან, მონაწილეები გვყავს, როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში 5 დღით გაემგზავროს ლონდონში საერთაშორისო ფინალში მონაწილეობის მისაღებად“. საჯარო მეტყველების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)