23:32 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 11:30:04, 1225 ნახვა

სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.

სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ როგორც წინა სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 მაისს უნდა გაგრძელებულიყო.

28 აპრილს გამართულ პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია დაიკითხა. ამავე სხდომაზე უნდა დაეკითხათ, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, თუმცა პროცესი გადაიდო. ბესელიაც და დგებუაძეც პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები არიან. ორივე მათგანის გამოკითხვა 28 აპრილის პროცესზე უნდა მომხდარიყო, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბესელიას დაკითხვა დიდი ხნით გაგრძელდა, სამუშაო საათების ამოწურვისას დაცვის მხარემ პროცესის გადადება მოითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics