|
2025-05-07 11:03:33, 817 ნახვა
მსოფლიო
კიტ კელოგი - უკრაინა დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად მზად არის
უკრაინა დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად მზად არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა განაცხადა. „ისინი მზად არიან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დემილიტარიზებული ზონა შექმნან. მათ თქვეს: ჩვენ 15 კმ-ით უკან დავიხევთ და თქვენ, რუსებიც, ასევე 15 კმ-ით უკან დაიხევთ. ასე რომ, შეიქმნება 30 კილომეტრიანი ზონა, რომელიც მკაცრად გაკონტროლდება“, - განაცხადა კელოგმა. მისი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ექნება და მხარეები მსგავს შემთხვევაში ამჟამად დაკავებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებენ. „ამიტომ, უკრაინელებს უნდა ვუთხრათ: „ეს ერთ-ერთი გამოსავალია იმ სიტუაციიდან, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს“. თუ თქვენ ამჟამინდელ პოზიციებზე ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებით, მაშინ ტერიტორია, რომელსაც თქვენ აკონტროლებთ, რომლისთვისაც იბრძვით, ამ მომენტში თქვენია. თუ ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 30 დღის განმავლობაში უზრუნველყოფას შევძლებთ, მაშინ მისი გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)