2025-05-07 10:18:24, 551 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე დარტყმებზე - სამარცხვინოა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე განხორციელებულ ავია იერიშებს სამარცხვინოს უწოდებს.
პაკისტანის წინააღმდეგ ინდოეთის დარტყმებთან დაკავშირებით კითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პასუხობს: „სამარცხვინოა“.
„ამის შესახებ ახლახანს შევიტყვეთ, როდესაც ოვალური კაბინეტის კარებში შევდიოდით. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან სწრაფად დასრულდება“, - დასძენს ტრამპი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,