|
2025-05-07 10:16:54, 740 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანის არმიის ინფორმაციით, ინდოეთის თავდასხმას 26 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
პაკისტანის არმიის მეთაურის განცხადებით, ინდოეთის თავდასხმების შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. არმიის მეთაურის თქმით, დაშავებულია 46 ადამიანი. ამასთან, პაკისტანის არმიის მეთაურმა განაცხადა, რომ პაკისტანი ინდოეთს უპასუხებს მის მიერ შერჩეულ დროს, ადგილას და საშუალებებით. ამასთან, ინდოეთის პოლიციის ინფორმაციით, ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში პაკისტანის მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. შეგახსენებთ, ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ეს იყო ინდოეთის პასუხი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დელი აცხადებს, რომ ოპერაცია "სინდორის" ფარგლებში ცხრა ობიექტს დაარტყა. პაკისტანის ინფორმაციით, ინდოეთმა სამი ლოკაცია დაბომბა. პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთის კუთვნილი 5 მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)