20:44 - 06 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 18:09:46, 254 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა იემენში ჰუსიტების კონტროლირებულ სანაას აეროპორტზე იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ჰუსიტების თავდასხმების პასუხად იემენში მათ მიერ კონტროლირებულ სანაას საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო იერიში მიიტანეს და “სრულად გათიშეს”. 

IDF ასევე იტყობინება, რომ სანაასთან მდებარე ცემენტის ქარხანასა და რამდენიმე ელექტროსადგურს დაესხნენ თავს, რომლებსაც ჰუსიტები იყენებდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, ცემენტის ქარხანაზე იერიში "რეჟიმის ეკონომიკასა და სამხედრო მზადებაზე დარტყმას წარმოადგენს". 

იერიშის დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) "სასწრაფო გაფრთხილება" გაავრცელა და იემენში სანაას საერთაშორისო აეროპორტის ევაკუაციისკენ მოუწოდა. 

IDF-ის არაბულენოვანმა სპიკერმა, ავიხაი ადრაიმ გაფრთხილების შესახებ X-ზე დაწერა. 

"მოგიწოდებთ, რომ აეროპორტის ტერიტორია სასწრაფოდ დატოვოთ და თქვენს სიახლოვეში ყველა გააფრთხილოთ ტერიტორიის დაუყოვნებლივი ევაკუირების საჭიროების შესახებ". - წერია IDF-ის პოსტში.

ისრაელის იერიშს წინ უძღვის ჰუსიტების მიერ ისრაელში მდებარე ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მიტანილი იერიში. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჰუსიტების რაკეტის განეიტრალება ვერ შეძლეს, თუმცა რაკეტა აეროპორტს არ მოხვედრია და მის სიახლოვეს ჩამოვარდა. დაშავდა 6 ადამიანი. 

თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ იემენელ ჰუსიტებსა და  ირანს პასუხს გასცემს. 

"ჩვენ მთელი მსოფლიოს მსგავსად ჰუსიტების მუქარის ქვეშ ვართ. ამას არ მოვითმენთ და მათ ძალიან ძლიერი საპასუხო ქმედება ელოდებათ". - განაცხადა ნეთანიაჰუმ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერა - რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა თავდასხმას ახორციელებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადისგან არაფერი სჭირდება მეგობრობის გარდა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის საბოლოო ვერსია შეიმუშავა
მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი