2025-05-06 16:28:08, 257 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს
![]() რუსეთი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს. ამის შესახებ ციფრულ საქმეთა მინისტრმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ Reuters-ს განუცხადა. „პოლონეთის ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჩვენ ვდგავართ რუსული მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევის უპრეცედენტო მცდელობის წინაშე. ეს ხდება დეზინფორმაციის გავრცელებით, პოლონეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჰიბრიდულ თავდასხმებთან ერთად, სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების პარალიზების მიზნით“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, თავდასხმები მიმართულია წყალმომარაგებისა და წყალარინების კომპანიების, თბოელექტროსადგურების და ჰიდროელექტროსადგურების და სახელმწიფო ადმინისტრაციის ორგანოების წინააღმდეგ. მისი თქმით, პოლონეთში რუსული აქტივობის დონე, კიბერშეტევების თვალსაზრისით, გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა.
|
რედაქტორის რჩევით
![]() აშშ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ ახალი გეგმის შემუშავებას გეგმავს
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
![]() რუსებმა ხარკოვს დრონებით და მართვადი ბომბებით შეუტიეს - დაშავდა 11 ადამიანი
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|