2025-05-06 14:53:20, 263 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვართ მარტო
![]() იყო დღეები, როდესაც კითხვის ნიშანი გვქონია, რატომ გავდივართ, რამდენი ხანი უნდა ვიაროთ - დღეს არის პასუხი ამ ყველაფერზე! ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვართ მარტო, ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და თავისუფალი მეგობარი, რომელმაც შექმნა სახელმწიფოებრივი, ორპარტიული სისტემური ინსტიტუციური ჩარჩო, რომ ყოველ ჯერზე იდგეს ქართველი ხალხის გვერდზე, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ „MEGOBARI აქტს“. როგორც ხოშტარიამ კოალიციის ლიდერებთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა ის ადამიანი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას, შესწავლილი და სანქცირებული იქნება, მოყოლებული 2014 წლიდან. მისი თქმით, დასანქცირდებიან კონკრეტული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. „ვულოცავ ყველას. პირველ რიგში, მინდა მივმართო პოლიტპატიმრებს, მათი ოჯახის წევრებს, ყველა რეპრესირებულ, დაჯარიმებულ ადამიანს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც გამოაგდეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უპრეცედენტოდ, მთელი მსოფლიოს დასანახად და ჩვენი დიდი მეგობრის, ამერიკელების აღფრთოვანებით ამდენი დღის განმავლობაში საკუთარი ჯანმრთელობის, თუ ფიზიკური უსაფრთხოების ხარჯზე დგანან საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად. ჩვენ გვქონია დღეები, როდესაც კითხვის ნიშანი გვქონია, რატომ გავდივართ, რამდენი ხანი უნდა ვიაროთ - დღეს არის პასუხი ამ ყველაფერზე! ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვართ მარტო, ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და თავისუფალი მეგობარი, რომელმაც შექმნა არა უბრალოდ ინდივიდუალური სანქცია, არამედ სახელმწიფოებრივი, ორპარტიული სისტემური ინსტიტუციური ჩარჩო, რომ ყოველ ჯერზე იდგეს ქართველი ხალხის გვერდზე. აქ, იგულისხმება ის, რომ რუსეთის, ირანის და ჩინეთის გავლენები იქნება დეტალურად შესწავლილი, ანუ ყველა ის გარე ძალა, რომელიც ქართველი ხალხის, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ეცდება, რომ საქართველო შემოაბრუნოს ევროპიდან და წაიყვანოს ამ იზოლირებულ ქვეყნებში. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვიქნებით, ამერიკა ამას შეისწავლის და მოახდენს მათ სანქცირებას. ყველა ის ადამიანი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას, იქნება შესწავლილი და სანქცირებული, მოყოლებული 2014 წლიდან. დასანქცირდებიან კონკრეტული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. ეს არის დიდი ნაბიჯი ამ რეჟიმის დასრულებისთვის და ამ რეჟიმის დასრულების შემდეგ ამერიკასთან ჩვენ გაგვეხსნება აბსოლუტურად ახალი პერსპექტივები, უკვე ძალიან პოზიტიური და ღრმა ურთიერთობების გასამყარებლად“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
|
რედაქტორის რჩევით
![]() აშშ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ ახალი გეგმის შემუშავებას გეგმავს
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
![]() რუსებმა ხარკოვს დრონებით და მართვადი ბომბებით შეუტიეს - დაშავდა 11 ადამიანი
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|