2025-05-06 13:46:25, 260 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - თითქმის მთელი ევროპა მხარს უჭერს ზელენსკის ღიად ანტირუსულ რეჟიმს
![]() რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თითქმის მთელი ევროპა ნაცისტური დროშის ქვეშ რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის ანტირუსულ რეჟიმს. მისი თქმით, ევროპა ახლა მხარს უჭერს ზელენსკის ღიად ანტირუსულ რეჟიმს, რომელიც ნაცისტური დივიზიის შევრონებიან მებრძოლებს ხორცსაკეპ მანქანაში ყრის და რუსეთისთვის ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხის მიყენებით იმუქრება. „ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიდი სამამულო ომისა და მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნის შენარჩუნება, რომლებმაც მოგვცეს მომავალი და ამჟამინდელი განვითარება და, დარწმუნებული ვარ, განვითარება მომავალი მრავალი ათწლეულისა და საუკუნის განმავლობაში, არამედ ისიც, რომ გვახსოვდეს დიპლომატიური გამოცდილება, იმ მოვლენების დიპლომატიური გაკვეთილები. ეს გაკვეთილები ფასდაუდებელია, მათ შორის და განსაკუთრებით ამჟამინდელ სიტუაციაში, როდესაც თითქმის მთელი ევროპა კვლავ ომს აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ, იარაღისა და ნაცისტური დროშების ქვეშ“, - აღნიშნა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
![]() აშშ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ ახალი გეგმის შემუშავებას გეგმავს
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
![]() რუსებმა ხარკოვს დრონებით და მართვადი ბომბებით შეუტიეს - დაშავდა 11 ადამიანი
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|