19:26 - 06 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 13:40:58, 258 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - კონგრესში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მებრძოლმა ქართველმა ერმა

კონგრესში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა რუსულ ავტოკრატიასთან მებრძოლმა ქართველმა ერმა, - ასე შეაფასა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ „MEGOBARI აქტის“ მიღება.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა აშშ ღიად უჭერს მხარს სამოქალაქო ბრძოლას თავისუფალი ქართული სახელმწიფოსთვის.

„სენატის საგარეო კომიტეტის ერთსულოვანი გადაწყვეტილება გუშინ უკვე კონგრესის გადაწყვეტილებითაც გამყარდა, რითაც „MEGOBARI აქტმა“ კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური წონა შეიძინა. აშშ-ის ორივე პალატის და ორივე პარტიის ნება ცხადია - გაიმარჯვებს ქართული დემოკრატია და არა რუსული ავტოკრატია. გაიმარჯვებს კეთილსინდისიერება და არა უკეთურება. გაიმარჯვებს სამართლიანობა და არა ტოტალური უსამართლობა, რომელშიც ჩაგვრთო რუსეთის მსახურმა, კრიმინალურმა ბანდფორმირებამ, სახელად „ქართული ოცნება“. სრული ორპარტიული მხარდაჭერა ორივე პალატაში ნიშნავს, რომ „ MEGOBARI აქტმა“ უკვე გაიარა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები და სულ მალე გადაიქცევა მოქმედ კანონად“,- განაცხადა გეგელიამ.

მისი შეფასებით, ამ მასშტაბის მხარდაჭერა არის მკაფიო დასტური იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის ქართველი ხალხის და მისი დემოკრატიული პროტესტის გვერდით.

„MEGOBARI აქტი“ პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მართავს პრორუსული და პროჩინური მთავრობა, რომელიც ანტიდასავლურ რეჟიმებთან თანამშრომლობს. ის ეჭვქვეშ აყენებს 2024 წლის წლის საპარლამენტო არჩევნებს, ღიად მოითხოვს არჩევნების სრულყოფილ გამოძიებას და აყენებს ყველა პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის საკითხს. ამავე დროს, „MEGOBARI აქტი“ ითხოვს სანქციები დაუწესდეს „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართულები არიან საქართველოს დესტაბილიზაციაში, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლაში და ამ ქვეყნის ფუნდამენტს ძირს უთხრიან. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო გავათავისუფლოთ ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმისგან. მჭიდროდ ვართ კოორდინირებული საქართველოს მეგობრებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და პირველ რიგში, აშშ-ში. მნიშვნელოვანი კავშირები გვაქვს როგორც „რესპუბლიკელებთან“, ასევე „დემოკრატებთან“ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტი კანონად იქცეს“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.

ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, რომ „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი მერცის არჩევაზე - გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ გერმანია კიდევ უფრო გაძლიერდება
პაატა სალია - იმედს გამოვთქვამთ, სენატი უკეთესად დაინახავს, რა არის მნიშვნელოვანი
რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მას თანამდებობის დატოვება სურს
გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი