17:32 - 06 May, 2025
2025-05-06 12:49:50, 258 ნახვა
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცმა კანცლერობისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო
![]() გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა კი 307-მა მისცა. ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. ბუნდესტაგის ქვედა პალატას ქვეყნის კანცლერის ასარჩევად 14 დღე აქვს და ახლა მას უბრალო უმრავლესობა აირჩევს. კენჭისყრის მეორე ტური, შესაძლოა დღესვე ჩატარდეს. ცნობისთვის, ბუნდესტაგში კოალიციურ მთავრობაში შემავალი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ 328 დეპუტატია.
|
რედაქტორის რჩევით
![]() აშშ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ ახალი გეგმის შემუშავებას გეგმავს
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
![]() რუსებმა ხარკოვს დრონებით და მართვადი ბომბებით შეუტიეს - დაშავდა 11 ადამიანი
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|