|
2025-05-06 10:02:22, 858 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი კურსკის ოლქში ერთ-ერთი დასახლების ევაკუაციას აპირებს
კურსკის ოლქში, გლუშკოვოს დასახლებაში ევაკუაცია გამოცხადდა. რუსი სამხედროები დასახლებიდან მშვიდობიან მოსახლეობას გაიყვანენ. ინფორმაციას ევაკუაციის შესახებ დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვასილი ხუდიაკოვი ავრცელებს. "შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია დაუყოვნებლივი ევაკუაცია". – თქვა ხუდიაკოვმა. გლუშკოვოს დასახლება უკრაინის საზღვართან დაახლოებით 7 კილომეტრში მდებარეობს. გარდა ამისა, 5 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში, სუმის ოლქში, ორი ქალაქის მოსახლეებსაც ევაკუაციისკენ მოუწოდეს. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში სუმის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხაილ მელნიკმა გამოაქვეყნა. "გთხოვთ ქალაქ ბელოპოლიესა და ქალაქ ბოროჟბის მოსახლეობას, სასწრაფოდ გადახვიდეთ უსაფრთხო ადგილას! საევაკუაციო ავტობუსები ყოველდღე, დილის 8:00-დან გაემგზავრებიან". – წერს მელნიკი. მელნიკს განცხადებაში არ დაუზუსტებია, თუ რა არის ევაკუაციის საფუძველი. ორივე ქალაქი რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)