11:40 - 06 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 21:40:15, 382 ნახვა

მსოფლიო
არალეგალ მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ს ნებაყოფლობით დატოვებას გადაწყვეტენ, ტრამპის ადმინისტრაცია 1000 დოლარს და ავიაბილეთებს შესთავაზებს

არალეგალ მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ს ნებაყოფლობით დატოვებას გადაწყვეტენ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 1000 დოლარს შესთავაზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალ მიგრანტებს 1000 დოლართან ერთად ავიაბილეთებსაც შესთავაზებს და ეს ბევრად უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე მათი დეპორტაცია.

„თუ თქვენ აქ არალეგალურად იმყოფებით, დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად თვითდეპორტაცია ამერიკის შეერთებული შტატების დატოვების საუკეთესო, უსაფრთხო და ყველაზე ეკონომიური გზაა“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირის დაკავების, მისი პატიმრობაში ყოლისა და დეპორტაციის საშუალო ღირებულება ამჟამად 17000 დოლარს შეადგენს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხატია დეკანოიძე - „MEGOBARI აქტის“ გავლენა წლები იმოქმედებს მოძალადეებსა და თანამდებობის პირებზე
ნიკა გვარამია - „MEGOBARI აქტზე" - სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს
„ჰამასის“ ოფიციალური პირი - „ჰამასი“ ისრაელთან ზავის შესახებ მოლაპარაკებებით დაინტერესებული აღარ არის
14 000-ზე მეტი მონაწილე: საქართველოს ბანკი ევერესტის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი