|
2025-05-05 14:44:37, 646 ნახვა
მსოფლიო
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს რუსმა ჰაკერებმა ქვეყნის სამთავრობო ვებგვერდებს შეუტიეს
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს რუსმა ჰაკერებმა ქვეყნის სამთავრობო ვებგვერდებს შეუტიეს, – ამის შესახებ რუმინული მედია იუწყება. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეტევა განახორციელა რუმინეთის მთავრობისა და ასევე პრეზიდენტობის კანდიდატების რამდენიმე ვებგვერდზე. როგორც მედია წერს, ჯგუფ DDOSIA/NoName057-ის მიერ განხორციელებულმა შეტევამ დააზიანა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდი, მთავრობის მთავარი ინტერნეტპორტალი, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი და პრეზიდენტობის კანდიდატების გვერდებიც. რუმინეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული სამმართველოს ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე გახდა მმართველი კოალიციის კანდიდატის, კრინ ანტონესკუს და ბუქარესტის მერის, ნიკუშორ დანის ვებგვერდები. შეტევის შემდეგ ჰაკერებმა განცხადება გაავრცელეს ტელეგრამ არხზე, სადაც მათ სამიზნეებს შორის დასახლებულია რუმინეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებიც. რუმინეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა სამმართველომ განაცხადა, რომ ჰაკერული ჯგუფის მიერ ჩამოთვლილმა ვებგვერდებმა მუშაობა უკვე განაახლეს. ცნობისთვის, 4 მაისს რუმინეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომლის შედეგადაც გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერმა ჯორჯე სიმიონმა, რომელმაც ხმების მიიღო 40.94%-ი მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ბუქარესტის ლიბერალი მერი ნიკუშორ დანმა – 20.99%.-ით.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)