|
2025-05-05 14:36:01, 449 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისია - ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აქტიურად ეძებოს მიმდინარე კრიზისიდან გამოსავალი
საინფორმაციო სააგენტო Euroscope-მა ევროპული კომისიის პრესსამსახურს ჰკითხა, თუ რა იგულისხმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, როდესაც ივანიშვილის მთავრობასთან საუბარის ხელახლა დაწყება არ გამორიცხა. სამ ნაწილად გაყოფილ პასუხს Euroscope-ის დამფუძნებელი თამარ ნუცუბიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით პასუხში წერია, რომ ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ხელს უშლის და ქვეყანა ინტეგრაციის პროცესის შეჩერებისკენ მიჰყავს. "ამ ფონზე, ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მიმართულია არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნისკენ". - წერია განცხადებაში. ევროკავშირის დახმარების შესახებ ნაწილში ევროპული კომისიის პრესსამსახური იმეორებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც ბლოკმა ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლისთვის გადადგა, მათ შორის, ხელისუფლებისთვის 120 მილიონი ევროს ღირებულების პირდაპირი დახმარების გაყინვა და ქართველი დიპლომატებისთვის, ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. განცხადებაში, კიდევ ერთხელ, აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის ევროკავშირი მთავრობისთვის რაიმე ახალი დაფინანსების გამოყოფას არ გეგმავს. "ევროკავშირი აძლიერებს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. სრული 15 მილიონი ევრო გამოიყო სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად უკვე არსებული და დაგეგმილი პროგრამების გარდა, რაც ნიშნავს, რომ სამჯერ იზრდება დაფინანსება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (5 მილიონიდან 15 მილიონ ევრომდე)". - აღნიშნულია ევროკომისიის პასუხში. პრესსამსახურის თქმით, ევროკომისია "ყურადღებით აკვირდება ბოლო საკანონმდებლო ინიციატივების გავლენას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, ასევე ცვლილებების პროექტებზე, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება". რაც შეეხება იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებიც რეჟიმის რეპრესიებსა და ძალადობაში არიან ჩართულნი, ევროკომისიის პრესსამსახური ამბობს, რომ ევროკავშირი შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არის. "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აქტიურად ეძებოს მიმდინარე კრიზისიდან გამოსავალი, აღადგინოს ნდობა და დიალოგი, რომელიც დაფუძნებული იქნება ნდობის განმტკიცების კონკრეტულ ნაბიჯებზე. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს რეალური და შეუქცევადი ერთგულება ევროკავშირის გზაზე დაბრუნების მიმართ. ეს საჭიროებს ძალადობის შეწყვეტას მოქალაქეების წინააღმდეგ, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების შეჩერებას, ვენეციის კომისიასთან კონსულტაციას და შინაარსიან დიალოგში ჩართვას სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორთან, არსებული კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად". - ნათქვამია წერილში.
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)