19:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 14:14:41, 484 ნახვა

პოლიტიკა
თაზო დათუნაშვილი - კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი „ქართული ოცნების“ ცაზე

ჩვენ ვხედავთ, რამდენად მძიმედ განიცდის „ქართული ოცნება“ საერთაშორისო წნეხს და „MEGOBARI აქტის” ძალაში შესვლა, ამ წნეხის გაათმაგებაა, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დაგეგმილ „MEGOBARI აქტის” განხილვას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი „ქართული ოცნების“ ცაზე.

„კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი „ქართული ოცნების“ ცაზე. საბოლოოდ ჩამოიშალა და დღეს უკვე დოკუმენტურად ის ლეგენდა გაფორმდება, რომ ტრამპთან „ქართული ოცნება“ დალაგდება და საერთო ფასეულობები აქვთ. ირანის, „ჰეზბოლას“, „ჰამასის“, რუსეთის და ჩინეთის მეგობრებს საერთო თავისუფალი სამყაროს ლიდერთან და მის იდეოლოგიასთან არ აქვთ. შესაბამისად, ამას კიდევ ერთხელ ვიხილავთ ორპარტიული მხარდაჭერით კონგრესში, სხდომაზე განხილვებში და შემდეგ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დოკუმენტს ტრამპის ხელმოწერაც დაამშვენებს. ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რამდენად მძიმედ განიცდის „ქართული ოცნება“ საერთაშორისო წნეხს და „MEGOBARI აქტის” ძალაში შესვლა, ამ წნეხის გაათმაგებაა“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics