09:03 - 22 Oct, 2026
|
2025-05-05 13:48:47, 766 ნახვა
მსოფლიო
ბორის პისტორიუსი გერმანიის ახალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს
გერმანიის მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ახალ კოალიციურ მთავრობაში თანამდებობას შეინარჩუნებს. გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან ერთად კოალიციურ მთავრობას შექმნის, საკუთარი მინისტრების სია გამოაქვეყნა. პისტორიუსი გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტს 2023 წლის იანვრიდან იკავებს. თანამდებობაზე მისი დანიშვნის შემდეგ კი გერმანია აშშ-ს შემდეგ უკრაინისთვის ყველაზე დიდი იარაღის მიმწოდებელი გახდა. ამასთან, პისტორიუსი ოლაფ შოლცის მთავრობაში გერმანიის არმიის გაძლიერების, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე იყო. გარდა ამისა, ბოლო კვლევების მიხედვით, ბორის პისტორიუსი შოლცის მთავრობაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)