21:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 13:40:44, 520 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ კახეთში ნუშისა და ხეხილის ბაღები გააშენა

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ ნუშის და ხეხილის ბაღები გააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 6.5 მილიონ ლარს შეადგენს.  ფინანსური რესურსი ნუშისა და ხეხილის ნერგების შეძენას, დარგვას, სარწყავი სისტემის პროექტირებას, საჭირო ტექნიკის შეძენასა და ნაწილობრივ, მიმდინარე  ხარჯების დაფარვას მოხმარდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთში, სოფელ ბოდბისხევში, 75 ჰექტარზე ნუშის, ხოლო სოფელ კარდენახში, 50 ჰექტარზე ხეხილის ბაღი გაშენდა. კომპანია სამომავლოდ ბაღების გაზრდას, ხეხილისთვის სამაცივრე მეურნეობის მოწყობასა და ნუშის გადასამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. კომპანიის გეგმებში ასევეა პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

საქართველოს ბანკისთვის რეგიონებში ბიზნესების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია “აგრომაცივართან” ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს რეგიონებში აგრო წარმოების განვითარებაში. ჩვენთან თანამშრომლობით კომპანიამ 40 ჰექტარზე  უკვე გააშენა ვენახი ყვარელში.  35 ჰექტარზე კი სუპერინენსიური ბაღი გორში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კარდენახში 50 ჰექტარზე ხეხილის, ხოლო ბოდბისხევში 75 ჰექტარზე ნუშის ბაღები გაშენდა.  გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები რეგიონებში მრავალწლიანი კულტურების მოყვანის და გაშენების პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics