|
2025-05-05 09:26:55, 682 ნახვა
მსოფლიო
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაციონალისტმა კანდიდატმა, რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სიმიონი არჩევნებში ხმების 40.5 %-ი მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა ბუქარესტის ლიბერალი მერი, ნიკუსორ დანი ხმების, დაახლოებით, 21%-ით. მესამე ადგილზე კი მმართველი კოალიციის კანდიდატი, კრინ ანტონესკუა, რომელიც ბუქარესტის მერს შედეგებით მცირედით ჩამორჩა. არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება. ცნობისთვის, ეს რუმინეთში ბოლო 6 თვეში მეორე საპრეზიდენტო არჩევნებია. გასული წლის ნოემბერში რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელეს. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)