14:36 - 04 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-03 11:09:41, 373 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის ადვოკატები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ მან „ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

 „ბატონი კობახიძის ეს განცხადება არ გახლავთ პირველი განცხადება და ეს არამხოლოდ მისი, ასევე სხვა სახელისუფლებო სპიკერების არაერთი განცხადებაა და ორკესტრირებულია. ერთი შინაარსის გარშემო ტრიალებს ყველა ეს განცხადება. თურმე, მზია აკრავდა პოლიციელებს სტიკერებს, თურმე, მზიამ მიიღო დავალება და ეს დავალება პოლიციელების ღირსების შელახვას ეხებოდა.

ეს განცხადებები, გარდა იმისა, რომ ცილისმწამებლურია, ასევე უხეშად არღვევს მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციას.

ჩვენ ამ ცილისმწამებლურ და მისი უფლებების შემლახველ განცხადებებთან დაკავშირებით მივმართავთ სასამართლოს.

არ ვფიქრობდით მიგვემართა ქართული სასამართლოსთვის, ისედაც ვდავობთ სტრასბურგში უკვე გაგზავნილი სარჩელით, მაგრამ მაინც მივმართავთ ქართულ სასამართლოს, სწორედ იმიტომ, რომ ამავე სასამართლოს ვაიძულოთ იმსჯელოს ამ საკითხებზე.

ეს სასამართლოც უნდა ვაიძულოთ, თვითონ თქვან, ასეთი განცხადებები არის თუ არა მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვეველი განცხადებები, ცილისმწამებლური განცხადებები. თუ იტყვიან, რომ ეს ასეთი არ არის, რა საკვირველია, ამ საქმესაც წავიღებთ სტრასბურგში“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში „ოცნების” პრემიერმა მზია ამაღლობელზე თქვა, რომ „მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის. ის კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა და მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა. საპატიმროებში მყოფთა დიდი ნაწილი კი პროპაგანდის მსხვერპლია”.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმაზე რეაგირების მიზნით მაღალჩინოსნებთან კონსულტაციებს გამართავს
თბილისი ცენტრალი ე.წ. ვაგზლის ბაზრობის რეკონსტრუქციისთვის მზაობას აცხადებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს
ვლადიმერ პუტინი - უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი