2025-05-02 21:48:29, 761 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - წინააღმდეგობის პლატფორმა მაგალითია, რომ პარტიებს შეუძლიათ თანამშრომლობა
![]() პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პალიტრანიუსის ეთერში სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ წინააღმდეგობის პლატფორმაზე ისაუბრა, სადაც განსხვავებული პარტიები სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობენ და თქვა, რომ აღნიშნული პლატფორმა წარმოადგენს კოალიციური მთავრობის ერთგვარ მაგალითს. "წინააღმდეგობის პლატფორმა არის მაგალითი იმის, რომ განსხვავებულ პარტიებს შეუძლიათ თანამშრომლობა პრაქტიკულ საკითხებზე, ეს არის კოალიციური მმართველობის მაგალითი მინი დონეზე, ოღონდ ჯერ ძალაუფლება არ გაქვს, ეს მანდატი ხალხისგან უნდა მიიღო. მაგრამ იმ შინაარსზე, რაც პრეზიდენტის ქარტიაში იყო და იმ ნაბიჯებზე რაც პროტესტის მხარდაჭერისთვის არის საჭირო სწორედ განსხვავებული პარტიები თანამშრომლობენ ამაზე იქ. ეს პლატფორმა არის მოდელი მართლა თანამშრომლობის, იმ ხალხის, ვისაც ერთმანეთი არ მოსწონთ პერსონალურად, განსხვავებული იდეოლოგიები აქვთ, მაგრამ რაზეც თანხმდებიან იმ საკითხებზე შეუძლიათ ერთობლივი გზავნილები ჰქონდეთ საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნითაც, ამას აკეთებს ეს პლატფორმა. იგივე უნდა მოხდეს რეფორმების იმ მინიმალურ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც, რაც საჭიროა, რომ უფსკრულის პირიდან გამოვიდეთ, ოღონდ თან კონკურენციაც შენარჩუნდება - ეს არის კოალიციური მმართველობა და ხალხისთვისაც უნდა იყოს თვალსაჩინო, რომ ეს შესაძლებელია და ამ თვალსაზრისით, ოპოზიცია უკეთეს ფორმაშია ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო, მაგრამ ეს საკმარისი ჯერ არ არის". - თქვა ბოკერიამ. ცნობისთვის, 31 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროევროპული პარტიების მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა იქმნება.
ჯეოქეისი - დაზვერვის სამსახურის სუსთან შეერთება და დაქვემდებარება საგანგაშოა
მარგუს ცაჰკნა - სანქციების მე-18 პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია
ირაკლი ქადაგიშვილი - სიახლე არაფერია, ოპოზიციის ნაწილი სასამართლოს და კანონს არ აღიარებს
კაია კალასი - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოლაპარაკებები სტამბულში - უკრაინა და რუსეთი მშვიდობისგან შორს არიან
![]() მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით დროის მოგებას ცდილობს
![]() რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 108 დრონით შეუტიეს
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|