14:58 - 04 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 13:44:26, 484 ნახვა

სამართალი
ვეფხია კასრაძე - რა აუცილებლობა არსებობს, რომ საპატიმროში ვიყო და არა სახლში?
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

რა აუცილებლობა არსებობს, რომ საპატიმროში ვიყო და სახლში არ ვიყო? რაღაც ადამიანურიც ხომ არსებობს ხალხნო? - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მას სიტყვა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რამდენჯერმე შეაწყვეტინა და განუმარტა, საქმის გარშემო ესაუბრა.

ვეფხია კასრაძის მიმართვას რამდენიმე ადრესატი ჰყავდა.

„არანაირი ბრალი არ მიმიძღვის ამ საქმეზე.

ეს არის პოლიტიკური დევნა არამხოლოდ ჩემზე, არამედ ამ ახალგაზრდებზე. მინდა ე.წ. ხელისუფლებას ვუთხრა, თუ აპირებენ გაგვტეხონ, რაღაცაზე დაგვითანხმონ, ეს არ მოხდება“, - განაცხადა კასრაძემ. მას მოსამართლემ მოუწოდა, აღკვეთთან დაკავშირებით ესაუბრა, რადგან სხდომათა დარბაზში იმყოფება და მიმართვის უშუალო ადრესატი მოსამართლე ყოფილიყო.

„რაც ამ დარბაზში ხდება, ეს არამხოლოდ დანაშაულია ბატონო ბრალმდებლებო, არამედ ბოროტება, თქვენ ჩემს შვილებს უკანონოდ წაართვით სიხარული და ამ ბიჭების დედებს წაართვით სიხარული. ჩემი 8 წლის ბიჭი ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ტკივილს განიცდის.

ანდრო ჭიჭინაძის სხდომას ვუყურე, მსახიობი კაცის, ჩემი კოლეგის“, - განაცხადა კასრაძემ, რა დროსაც მას მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ მას „სხვა საქმე არ აინტერესებს“.

“არ გაინტერესებთ ვინ ვარ და რა პიროვნება?“, - მიმართა კასრაძემ მოსამართლეს, რასთან დაკავშირებით მას მჭედლიშვილმა უთხრა, რომ „აინტერესებს, თუმცა, ბრალდებულს საქმესთან დაკავშირებით უნდა ესაუბრა“.

„თხოვნა მექნება, მათქმევინეთ ჩემი სიტყვა. რა შეიძლება დაუშავოს ანდრო ჭიჭინაძემ სახელმწიფოს, იგივე ონისე ცხადაძემ? დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ჩვენ არ გვეხება? ნანუკა ჟორჟოლიანს შეუვარდნენ სახლში იმის გამო, რომ ჩვენს ოჯახებს ეხმარებიან. ბატონო ვაჟა, ბატონო ვახტანგ [საქმის პროკურორები], თქვენ რასაც აკეთებთ ბოროტებაა“, - განაცხადა კასრაძემ.

მან ასევე მიმართა პატრიარქს.

„ჩემო პატრიარქო, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენელი, რათა პროცესებს დაესწროს. მინდა, საზოგადოებას მივმართო, ხმა აღიმაღლონ, ჩვენშია პრობლემა. ეს სასამართლო ბოროტების ბუდედ არ უნდა ვაქციოთ. ესენი თუ ქრისტიანები არიან, აღდგომას ხომ შეიძლება გავეშვით? როცა მართალი ვარ, რატომ უნდა დავიმალო? ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. რა აუცილებლობა არსებობს, რომ საპატიმროში ვიყო და სახლში არ ვიყო? რაღაც ადამიანურიც ხომ არსებობს ხალხნო?“, - განაცხადა კასრაძემ.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია
ნეთანიაჰუ „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმაზე რეაგირების მიზნით მაღალჩინოსნებთან კონსულტაციებს გამართავს
თბილისი ცენტრალი ე.წ. ვაგზლის ბაზრობის რეკონსტრუქციისთვის მზაობას აცხადებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი