20:55 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 13:12:58, 710 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ! ისტორია, რა თქმა უნდა, გამამართლებს და რა თქმა უნდა, ვერავინ შემომწვდებით! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. საგამოძიებო კომისიის ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებაზე ფართოა და არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა.

„შექმნეს ე.წ. კომისია, დაიწყეს საქმე ჰააგის სასამართლოში, იქნებ როგორმე გავემტყუნებინეთ მე და საქართველო. არ გამოუვიდათ! ახლა იმავეს იმიტაციას ცდილობენ საქართველოს შიგნით. მოახდინეს სრული რეაბილიტაცია ქურდების, ყაჩაღების და ა.შ. აფრასიძეები გამოიყვანეს მსხვერპლებად. აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, გაანადგურეს, მთელი ქონება წაართვეს. გადაუარეს სვანეთს და დანარჩენ საქართველოში უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამ აფრასიძეებზე ახლა იძახიან, რომ ისინი იყვნენ თურმე რეჟიმის უბედური მსხვერპლები. აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები და ესენი რომ არ მოსულიყვნენ, ბევრად მეტი იქნებოდა. ამათ გააჩერეს სვანეთის გვირაბის პროექტი, თეთნულდის კურორტი...

ეს არის კონტრრევოლუცია და არა კომისია. კონტრრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების.

ე.წ. საგამოძიებო კომისიის ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებაზე ფართოა და არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა. ესენი არიან ამით დაკავებულები. ასეთი მტრები საქართველოს არ ჰყოლია საუკუნეების განმავლობაში. რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ, ჩემს ადგილს ისტორიაში ვერ წამართმევთ! ისტორია, რა თქმა უნდა, გამამართლებს და რა თქმა უნდა, ვერავინ შემომწვდებით! თქვენ შეგიძლიათ ფიზიკურად გამანადგუროთ და ამას ახორციელებთ კიდეც. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გენის გამოცვლას ვერ შეძლებთ. ეს კონტრრევოლუცია ჩაფლავდება!“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics