20:54 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 16:25:33, 639 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - მოიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც ზღაპრები ილაპარაკეს

მოიყვანეს ვიღაც პოლიციელები, რომლებმაც რაღაც ზღაპრები ილაპარაკეს. ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლების, ანა ყურაშვილისა და მირანდა ბაღათურიასთვის 4000-4000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, შსს-ს წარმომადგენლები პატიმრობას ითხოვდნენ იმისათვის, რაც საერთოდ არ მომხდარა.

„პატიმრობას ითხოვდნენ ანასა და მირანდასთან დაკავშირებით, მოიტანეს ვიდეო მტკიცებულება, რომელიც სხვა დღის ჩანაწერი იყო, სადაც არაფერი არ ხდებოდა და არაფერი არ ჩანდა. მოიყვანეს ვიღაც პოლიციელები, რომლებმაც რაღაც ზღაპრები ილაპარაკეს. ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა, არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს კი ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics