|
2025-05-01 09:11:45, 956 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
"აშშ-ში ჩავედით და დავბრუნდით პოზიტიური გზავნილებით" - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა რუსთავი 2-ის ეთერში, აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით. თურნავას თქმით, აშშ-ში ორი გზავნილი ჩაიტანეს, ერთი, რომ "მართლაც შესაშური მაკროეკონომიკური პარამეტრები გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით" და მეორე - შუა დერეფანში და რეგიონში საქართველოს როლის ზრდა. "რა მესიჯიც ჩვენ მივიტანეთ და ვხედავთ ამის გააზრებას, არის, რომ საქართველოს აქტუალობა, საქართველოს როლი იზრდება. მე ვახსენე ფრაგმენტაცია - ფრაგმენტაცია კიდევ სხვაგვარად შეიძლება აღვიქვათ, როგორც რეგიონალიზაცია. იმის ნაცვლად, რომ მთლიანად გლობალური მსოფლიო იყოს უფრო შეკრული, ახლა ხდება უფრო რეგიონალური თანამშრომლობის წარმოჩენა, ასევე როგორც საპირწონე პროცესი და ამ კონტექსტში, ჩვენი შუა დერეფანი, სადაც საქართველო სტრატეგიულ ადგილს იკავებს, მით უფრო მეტად აქტუალური გახდა, განსაკუთრებით თუნდაც მსოფლიო ბანკისთვის, რომელიც ზოგადად, ცნობილია რეგიონალური პროექტებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, კომუნიკაციები და ა.შ. ნებისმიერი ამ განვითარების პროცესში ჩვენს რეგიონში, ჩვენს შუა დერეფანში, საქართველოს ადგილი და როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ათად გაიზარდა ჩვენი აქტუალობა და ამის გააზრებას ვხედავთ და ამას ეყრდნობა ის ზომიერი ოპტიმიზმი, რასაც ჩვენ გამოვხატავთ და ის პოზიტიური გზავნილები". - თქვა თურნავამ. შუა დერეფნის კონტექსტში, თურნავამ ასევე ისაუბრა საქართველოს ჩინურ ბანკებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე მხოლოდ ერთი ჩინური ბანკია და გაუხარდება თუ ჩინეთი უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი. "მე წეღანაც ვახსენე ჩვენი დერეფნის აქტუალობა და საქართველოს აქტუალობა, როგორც დამაკავშირებელი ხიდისა, ამ ჩვენ შუა დერეფანში, რომელიც ბევრ ქვეყანას აერთიანებს ერთი ნიშნით, ეს არის რეგიონული ვაჭრობა, რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ რეგიონულ პროექტებს, ვაჭრობას, თანამშრომლობას ცხადია მოჰყვება ფინანსების სფეროში თანამშრომლობა - ბანკები ერთმანეთთან გადარიცხვებს აკეთებენ, კომპანიები - ანგარიშსწორებას. მისი თქმით, საუბარი აქვს არამხოლოდ ჩინურ ბანკებზე, არამედ სინგაპურულზე, ასევე თურქულ და ევროპულ ბანკებზეც. თურნავა აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ბანკში იაპონური ბანკი შემოვიდა და ეს აზიური ინვესტიციაც შუა დერეფანს ეხება.
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)