|
2025-04-30 15:21:27, 604 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ვიღაცებს უკვირთ, როცა ვამბობ, რომ სააკაშვილი ადამიანებს წირავდა საკუთარი პიარისთვის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ვიღაცებს უკვირთ, როცა მე ვიტყვი, რომ სააკაშვილი ადამიანებს სწირავდა საკუთარი პიარისთვის. ირაკლი გედენიძის მიერ მოყოლილი მთის ეპიზოდი სააკაშვილის ამორალურობის კიდევ უფრო მძიმე განაჩენია ჩემთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს უსმენენ. თეა წულუკიანმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ირაკლი გედენიძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. „შემდეგ ვიღაცებს უკვირთ, როცა მე ვიტყვი, რომ ადამიანებს სწირავდა სააკაშვილი საკუთარი პიარისთვის. ეს მთის ეპიზოდი მისი ამორალურობის კიდევ უფრო მძიმე განაჩენია ჩემთვის, ვიდრე ის, რაც მან დაგმართათ ციხეში. ყველა ზღვარს სცილდება მსხვერპლისადმი ეს ამორალური ქმედება“, – განაცხადა წულუკიანმა. ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ კომისიის სხდომაზე, მათ შორის, ისაუბრა, როგორ შეხვდა მიხეილ სააკაშვილი მთაში და მასთან ფოტოს გადაღება მოისურვა. გედენიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილმა საუბრისას ჰკითხა, „ვინ „გაუჩალიჩა“ დაკავების ამბავი, ვანომ თუ ახალაიამ“. „ციხიდან გამოშვებიდან ორ კვირაში შევხვდი მას. საშინლად დასტრესილი ვიყავი, ქუჩაში ვერ გავდიოდი. მეუღლემ და მეგობრებმა მირჩიეს მთაში წასვლა. წავედით ტურით ტობა ვარჩხილზე. 4-5 დღე იყო საჭირო ასვლა-ჩამოსვლით. მეორე დღეს ამინდი გაუარესდა და ვიკითხეთ, რატომ არ მივდიოდით, გვითხრეს, რომ ვიღაცას ელოდებოდნენ. ყველამ იცოდა თურმე, რომ სააკაშვილი უნდა ამოსულიყო. მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეებია, არჩევნების წინა პერიოდია უკვე. ვიღაცამ ჩუმად მითხრა, სააკაშვილს ველოდებითო. როცა ამოვიდა, ვიფიქრე, რომ არ გაჰკვირვებია ჩემი იქ დანახვა. შემდეგ ჩვენ გზა გავაგრძელეთ და ცოტა მოშორებით დავბანაკდით. მეორე დღეს დამიძახა, რომ მივსულიყავი. დაცვას უთხრა, რომ ისინი არ სჭირდებოდნენ. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. ჯანმრთელობის მოკითხვის შემდეგ, თუ როგორ გადავიტანე ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად, მკითხა, ვინ „გაგიჩალიჩა“ ეგ ამბავიო. ვის უნდა „გაეჩალიჩებინა“-მეთქი, კითხვა შევუბრუნე. – ახალაიას ან ვანოსო. მე ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. შიდა ინტრიგებში ჩართული და გარკვეული არ ვიყავი. გამიკვირდა ამდენი ხნის შემდეგ ეს კითხვა მისგან. ბოლოს მითხრა, გასაგებიაო. წარმატებები ვუსურვე. ჩავთვალე, რომ ეს იყო პირადი საუბარი და ამაზე არ მისაუბრია. ბოლოს კულმინაცია იყო, რომ დამიძახა, რომ მათთან ერთად გადამეღო ფოტო. ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, სასჯელს ვიხდი, პრობაციაში დავდივარ. ამ დროს მეუბნება, რომ ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო. ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ვთხოვე, დროშა ეთხოვებინა და ჯგუფის კუთხეში დავდექი. იქვე უნდოდა, ვყოფილიყავი. მერე გავაანალიზე, რა უნდოდა, არჩევნების წინა პერიოდი იყო. ეს ფოტო გადაიღო ჩემმა მეუღლემ, რომ იმ ფოტოზე თვითონ არ ყოფილიყო. შემდეგ ეს ფოტო ქავერად დააყენეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე“, – განაცხადა გედენიძემ.
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)