01:11 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 15:04:36, 655 ნახვა

სამართალი
პატიმრების ოჯახები საზმაუსგან ეთერს და სხდომების LIVE-ში გადაცემას ითხოვენ

პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს მიმართავენ, რომ მათ არხზე პირდაპირი ეთერი დაუთმონ და ასევე, რეჟიმის პატიმრების სასამართლო პროცესები პირდაპირ ეთერში გადასცენ.

"ჩვენ, სინდისის პატიმრების ოჯახები გულწრფელი თხოვნითა და მტკიცე მოთხოვნით მოგმართავთ: იმ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენი ოჯახის წევრები იმყოფებიან:

  1. პრაიმტაიმში ცოცხალი ეთერის გამოყოფას ვითხოვთ, რათა პატიმრების ოჯახის წევრებს შესაძლებლობა მოგვეცეს, საზოგადოებას უშუალოდ მივაწოდოთ ინფორმაცია სინდისის პატიმრების მდგომარეობასა და მათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.
  2. ვითხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში, სრულფასოვან გაშუქებას. 

ჩვენი მოთხოვნები თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუტურ მიზნებს ემყარება, რომ დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპის დაცვით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების სრულფასოვანი გაშუქება უზრუნველყოს". - ამბობენ რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები.

პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მათი მოთხოვნების შესასრულებლად 3-დღიან ვადას აძლევენ - წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპირებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებლობის მონიტორინგის ორგანიზაციებს, მათ შორის, ორგანიზაცია Public Media Alliance-ს მიმართონ.

გარდა ამისა, პატიმრების ოჯახის წევრების თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს მედიის თავისუფლების დეპარტამენტს, ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციასა და სხვა შესაბამის ინსტიტუტებს მიმართავენ, რათა "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი ინტერესებისა და სამართლიანი ინფორმირების ვალდებულების შესაძლო დარღვევებს სათანადო ყურადღება მიაქციონ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics