|
2025-04-29 14:08:35, 631 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ამ ტერორის მიზანია პროტესტის ჩახშობა და ამას ჩვენ მხოლოდ გაზრდილი წინააღმდეგობით უნდა ვუპასუხოთ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„ლელო- ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანის, აქტივისტების და ფონდების წარმომადგენლების საცხოვრებელ სახლებში განხორციელებული ჩხრეკების მიზანი, პროტესტის და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩახშობაა. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ქმედებებს საზოგადოებამ გაზრდილი წინააღმდეგობით უნდა უპასუხოს. „დღეს, „ლელო - ძლიერი საქართველოს” სახელით მსურს გამოვეხმაურო იმ მცდელობას, რომ ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ ტერორის კამპანია აწარმოონ, რომელსაც ადგილი დღეს დილას ჰქონდა, როდესაც ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით და რუსეთის სპეცსამსახურების მეთოდოლოგიით, რეჟიმი სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში შეიჭრა. პირველ რიგში, გვსურს, ყველას გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ვუთხრათ, რომ მათ გვერდით იდგება, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, ისევე როგორც ამ ქვეყანაში [მცხოვრები] თითოეული მოქალაქე, რომლისთვისაც საქართველოს გადარჩენა მნიშვნელოვანია, იმ მომავლისგან, რომელსაც ჩვენ დღეს რუსეთი გვიმზადებს და რომლის ამოცანა დღეს არის ორი: საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხვა და განადგურება, როდესაც ქვეყანას მართავს პირდაპირ რუსეთიდან ადმინისტრირებული პოლიტიკური ძალა, წინააღმდეგობის ხაზი დღეს სწორედ საქართველოს მოქალაქეებზე და საზოგადოებრივ პროტესტზე გადის, რომელსაც ჩვენი საზოგადოება, უკვე მრავალი თვეა, წარმატებით ახორციელებს. ამ ტერორის მიზანია პროტესტის ჩახშობა, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩახშობა და ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ მხოლოდ გაზრდილი წინააღმდეგობით. ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა განაცხადოს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაუქმება და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წართმევა არ მოხდება. იმიტომ, რომ სწორედ ეს არის მეორე ამოცანა, რომელსაც დღეს რუსეთი ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანაში განახორციელოს. მაშინ, როდესაც დასავლეთიდან განცხადებები გვესმის, რომ მათ არ აქვთ სურვილი ქართველ ხალხს წაართვან უვიზო მიმოსვლის შანსი, წაართვან თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა შეუძლებელს ხდის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება რუსეთის დავალებით ყოველ დღე ახალ ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ ეს პროცესი შეუქცევადი აქციოს, რასაც საქართველოს საბოლოო ჩახსნა ევროპული სივრციდან ჰქვია. იმიტომ, რომ ცხადია, აქტივისტების, ფონდების დატერორება, რეპრესიები, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო აქტუალური გახდება ისეთი საკითხები, როგორიც მაგალითად არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ევროკავშირთან ყველა თანამშრომლობის ფორმატის გაუქმება“, - განაცხადა სამადაშვილმა.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)