00:34 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 13:13:44, 605 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე - რეჟიმის წარმომადგენლების ქმედება შეუმჩნეველი არ დარჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანის, აქტივისტების და ფონდების წარმომადგენლების საცხოვრებელ სახლებში განხორციელებული ჩხრეკები, „სადამსჯელო ოპერაციას ემსახურება”.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ეს ქმედება საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეუმჩნეველი არ დარჩება.

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო სადამსჯელო ოპერაციას ნანუკა ჟორჟოლიანის და იმ ფონდების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს, სოლიდარობას ვუცხადებ მათ და მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ ისინი გვერდში უდგანან რიგით ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ მოღალატეობრივი კრიმინალური რეჟიმის მიერ არჩევნების გაყალბებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე ითხოვენ საქართველოში ნორმალური, ცივილიზებული ადმინისტრაციის და ხელისუფლების პირობებში, ნორმალური დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

მინდა რეჟიმის წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს მათი ქმედება, არც შეუმჩნეველი დარჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არც დაუსჯელი საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც ამის დრო მოვა.

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი პატრონები - ეს გლობალური რაშიზმი, რასაც ჰქვია რუსული იმპერიალიზმი, დაყრდნობილი ფაშისტურ იდეოლოგიაზე, ეს რაშიზმი ნამდვილად ვერ გაიმარჯვებს.

გარდა ამისა, ვხედავთ რა ვითარებაა მსოფლიოში, ნამდვილად არ არის ეს რუსეთის და რაშისტული იმპერიის სასარგებლოდ, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქართველ ხალხს გაუხარდება, რაშიზმი აუცილებლად დამარცხდება და შესაბამისად, დამარცხდება რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოში“, - განაცხადა ბარამიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics