|
2025-04-29 12:52:34, 740 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ეს არის შიშის რეჟიმი, რომელიც ცრუ ბრალდებებით, სასამართლო ფარსით, ღამით სახლში შევარდნებით და ჩხრეკებით ინიღბება,- ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, ახლა საქართველოში გარდამტეხი მომენტი დგას და საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი ორგანიზება და მეტი გაბედული მოქმედება. “ჯერ ფონდები დახურეს, რომლებიც რეჟიმის მიერ ნაცემ და ცრუ ბრალდებებით დაკავებულ ადამიანებს ეხმარებოდა, ახლა სახლებში შეუვარდნენ, იმიტომ კი არა, რომ რამე დააშავეს, არამედ იმიტომ, რომ რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია. ეს არის შიშის რეჟიმი, რომელიც ცრუ ბრალდებებით, სასამართლო ფარსებით, ღამით სახლში შევარდნებით და ჩხრეკებით ინიღბება. ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა, იმიტომ, რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას. ეს არის ივანიშვილის პანიკა და ამ პანიკაში მხოლოდ ერთ რამეს უნდა შევხედოთ სერიოზულად: ახლა საქართველოში გარდამტეხი მომენტი დგას და საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი ორგანიზება და მეტი გაბედული მოქმედებ“, - წერს გიორგი ვაშაძე. ცნობისთვის, დღეს, დილას, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებში. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხებოდა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)