11:49 - 22 Oct, 2026
|
2025-04-29 11:31:00, 621 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვულოცავ მარკ კარნის არჩევნებში გამარჯვებას
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „ვულოცავ მარკ კარნის და „ლიბერალურ პარტიას“ არჩევნებში გამარჯვებას. ევროპასა და კანადას შორის კავშირი ძლიერია და სულ უფრო და უფრო ძლიერდება. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში. დავიცავთ ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, ხელს შევუწყობთ მრავალმხრივობას და დავიცავთ თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას“, - წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, კანადის საყოველთაო არჩევნებში მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, მოახერხა თუ არა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)