|
2025-04-29 11:17:06, 637 ნახვა
მსოფლიო
კანადის არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა
კანადის დამოუკიდებელი სახელმწიფო სამსახურის, Election Canada-ს წინასწარი მონაცემებით, კანადის ფედერალურ არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, რომლის ლიდერიც ქვეყნის პრემიერმინისტრი, მარკ კარნია. Election Canada-ს უახლესი მონაცემებით, ინფორმაცია საარჩევნო უბნების %-იდან აქვთ მიღებული. სახელმწიფო სამსახურის წინასწარი შედეგების თანახმად, ლიბერალური პარტია ხმების 43.3%-ს აიღებს და შედეგად 343-კაციან თემთა პალატაში 167 ადგილს მოიპოვებს, კონსერვატორები კი 41.6%-ს მიიღებენ და 145 ადგილი ექნებათ. უმრავლესობისთვის საჭიროა 172 ადგილი. "კანადელებმა უმცირესობის მთავრობა აირჩიეს, ხმების რაოდენობის მხრივ ფაქტობრივად ფრედ დასრულდა. ასე რომ, მსურს, პრემიერმინისტრ კარნის ამ უმცირესობის მთავრობის გაძღოლა მივულოცო. დებატისა და უთანხმოების მრავალი შესაძლებლობა მოგვეცემა, მაგრამ ამ ღამით ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, როგორც კანადელები. კანადას ყოველთვის პრიორიტეტს მივანიჭებთ, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ტარიფებსა და უპასუხისმგებლო მუქარებს ვუყურებთ". - თქვა პოლიევრმა. კანადური მედია CTV-ის წინასწარი მონაცემებით, ლიბერალური პარტია პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ხოლო CBS იტყობინება, რომ ამაზე მსჯელობა ნაადრევია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)