|
2025-04-28 16:37:11, 800 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა
ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაწილებში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა მოხდა, რამაც აეროპორტებისა და ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. "გათიშვა ევროპული ელექტროქსელში შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია. გათიშვამ ასევე იქონია გავლენა ესპანეთისა და საფრანგეთის რეგიონებზე, მაღალი ძაბვის ხაზებში ხარვეზების გამო". - გამოცემის ცნობით, ნათქვამია პორტუგალიის სახელმწიფო ენერგომიმწოდებელი კომპანიის განცხადებაში. კომპანიის თქმით, მასშტაბური გათიშვა ესპანეთის მასშტაბით მოხდა, მათ შორის, კატალონიის, ანდალუსიის, არაგონის, ნავარის, ბასკების ქვეყნის, კასტილია და ლეონის, ექსტრემადურასა და მურსიის ავტონომიურ გაერთიანებებში. საფრანგეთში, პორტუგალიური ენერგომიმწოდებლის განცხადებით, "ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა ბურგუნდიის რეგიონში". ესპანეთის სახელმწიფო ელექტროენერგიის კომპანიამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა. მიზეზი, რამაც სამი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა გამოიწვია, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა, როგორც NYT წერს, გათიშვის ეფექტები რეგიონის ქალაქებში მკვეთრად იგრძნეს. შემთხვევის გამო, რეგიონის მასშტაბით შეფერხებით მუშაობენ აეროპორტები, მეტრო და სარკინიგზო ხაზები.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)