|
2025-04-28 15:41:50, 607 ნახვა
მსოფლიო
ვატიკანის ცნობით, ახალი პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყება
ვატიკანი აცხადებს, რომ მომდევნო პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყება. New York Times-ის ცნობით, კონკლავის თარიღის დასადგენად ვატიკანში ათობით კარდინალი ჩავიდა. წესისამებრ, კონკლავის თარიღი პაპის გარდაცვალებიდან 15-დან 20 დღემდე ინტერვალში უნდა დაინიშნოს. ისტორიულად, ახალი პაპის არჩევის ცერემონიის პაპის გარდაცვალებიდან ასე გვიან გამართვას ის ფაქტი განაპირობებდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან კარდინალებს რომში ჩასვლა მოესწროთ. თუმცა დღესდღეობით ეს ჩვეულება კვლავ გამოსადეგია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პაპმა ფრანცისკემ უპრეცედენტოდ ბევრი კარდინალი დანიშნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. მკაცრად არის განსაზღვრული, თუ ვის შეუძლია კონკლავზე ხმის მიცემა. პაპი პავლე VI-ს მიერ 1970 წელს გამოცემული Ingravescentem Aetatem-ის მიხედვით, კონკლავზე ხმის მიცემა მხოლოდ იმ კარდინალებს შეუძლიათ, რომლებიც პაპის გარდაცვალების ან მისი გადადგომის მომენტში 80 წელზე ნაკლები ასაკის იყვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)