02:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 14:46:50, 619 ნახვა

სამართალი
გრიგოლ გეგელია - საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და ორგანიზატორებთან კარგი ურთიერთობა გვქონდა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და ორგანიზატორებთან „კარგი ურთიერთობა ჰქონდა“.

როგორც ბესელიამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის „სულ სხვა ურთიერთობა იყო“.

„გახლდით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო აქციები აჭარის რეგიონში, მშვიდ ვითარებაში, რამდენიმე ადმინისტრაციული დარღვევა მოხდა ნოემბრიდან მოყოლებული დეკემბრის ბოლომდე, იანვრის დასაწყისამდე. ვეხმარებოდით აქციის ორგანიზატორებს აქციის მსვლელობის დროს, კომუნიკაცია გვქონდა ყველასთან. პირადი ურთიერთობები ისე ჩამოგვიყალიბდა, ვხუმრობდით ხოლმე, ლამისაა დავნათესავდით, ისე ვიყავით. იმისდა მიუხედავად, რომ თბილისში, დედაქალაქში ცოტა სხვა ურთიერთობა იყო პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, აქ სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა. არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა არასდროს.

ვინაიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა აქციის მონაწილეებთან, მოდიოდნენ, აქციის მონაწილეები, ორგანიზატორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტიის ლიდერებიც და გვეუბნებოდნენ, რომ ამ კარგი ურთიერთობის გამო განიცდიდნენ ბულინგს, ზეწოლას თუ რატომ იყო ბათუმში ასეთი კარგი სიტუაცია. ბოლოს რომ მოდიოდნენ, აქციებზე გამარჯობასაც აღარ გვეუბნებოდნენ. ვიღაც დაგვინახავს და ცუდად აღიქვამს ამ ურთიერთობასო, ასე გაგრძელდა, ეს იანვრის დასაწყისში ხდება“, - განაცხადა გრიგოლ ბესელიამ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია იკითხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics