|
2025-04-28 14:33:48, 712 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - მოსკოვი კიევის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის სიგნალს ვერ ხედავს
პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის სიგნალი კიევიდან უნდა მოვიდეს, მოსკოვი ამ მიმართულებით ვერანაირ ქმედებას ვერ ხედავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „კიევიდან, ჯერჯერობით, ვერანაირ ქმედებას ვერ ვხედავთ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ ვისგან ელოდება რუსეთი სიგნალს უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებისთვის. მისი თქმით, გრძელდება აშშ-ის ძალისხმევა პროცესის მშვიდობიანი მიმართულებით წარმართვის მიზნით. „შეერთებული შტატები აგრძელებს ძალისხმევას პროცესის მშვიდობიანი მიმართულებით წარმართვის მიზნით. რუსული მხარის, პრეზიდენტის მზადყოფნა არაერთხელ დადასტურდა, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი უკრაინასთან მშვიდობიან კალაპოტში გადასვლის მიზნით“, - აღნიშნა პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)